შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

გაეროს წევრი სახელმწიფოები: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შემადგენლობაში შედის 193 სუვერენული სახელმწიფო. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მთავრობათაშორისი ორგანიზაცია. ყველა წევრს აქვს თანაბარი წარმომადგენლობა გაეროს გენერალურ ასამბლეაში. გაეროს წესდება განსაზღვრავს წევრი ქვეყნების მიღების წესებს. წევრობა ღიაა ყველა მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოსთვის, რომელიც ეთანხმება ქარტიის პირობებს და შეუძლია მათი შესრულება. ახალი წევრებს რეკომენდაცია უნდა გაუწიოს გაეროს უშიშროების საბჭომ. წევრი ქვეყნების გარდა, გაერო ასევე იწვევს არაწევრ სახელმწიფოებს, როგორც დამკვირვებლებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. უშიშროების საბჭოს მიერ ახალი წევრის მიღებაზე რეკომენდაციის გასაცემად საჭიროა საბჭოს თხუთმეტი წევრიდან არანაკლებ ცხრის დადებითი ხმა, ხოლო ხუთი მუდმივი წევრიდან არცერთმა არ უნდა გამოიყენოს იყენებს ვეტოს უფლებას. შემდეგ უშიშროების საბჭოს რეკომენდაცია უნდა დამტკიცდეს გენერალურ ასამბლეაზე ხმების ორი მესამედით.

დღის სტატია

მარშალის გეგმა
მარშალის გეგმა
მარშალის გეგმა (ინგლ. Marshall Plan), ოფიციალურად ევროპის რეკონსტრუქციის პროგრამა (European Recovery Program - ERP) — აშშ-ის მთავარი პროგრამა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის აღმშენებლობისთვის. ინიციატივას სახელი ეწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯორჯ მარშალის პატივსაცემად და ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებმა შექმნეს, ძირითადად კი უილიამ კლეიტონისა და ჯორჯ კენანის მიერ.

5 ივნისი — ამ დღეს...

ჯორჯ მარშალი
ჯორჯ მარშალი
  • 70 : ტიტუსმა და მისმა ლეგიონერებმა იერუსალიმის შუა კედელი გაარღვიეს.
  • 1837 : ტეხასის რესპუბლიკაში ქალაქი ჰიუსტონი დაარსდა.
  • 1944 : მეორე მსოფლიო ომი — ათასზე მეტმა ბრიტანულმა ბომბდამშენმა ნორმანდიაში გადასხმის მოსამზადებლად სანაპიროსთან განლაგებულ გერმანულ ქვემეხებს 5000 ტონა ბომბი დაუშინეს.
  • 1947 : მარშალის გეგმა: ჰარვარდის უნივერსიტეტში წარმოთქმულ სიტყვაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯორჯ მარშალი (სურათზე) მთავრობას ომით დანგრეული ევროპისთვის ეკონომიკურ დახმარებას მოუწოდებს.
  • 1967 : ექვსდღიანი ომი დაწყო: ისრაელის საჰაერო ძალები ერთდროულად იერიშს იწყებს ეგვიპტის, იორდანიისა და სირიის შეიარაღებაზე.
  • 1975 : სუეცის არხი გაიხსნა პირველად ექვსდღიანი ომის შემდეგ.
  • 1977 : Apple II - პირველი პრაქტიკული პერსონალური კომპიუტერი გამოვიდა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი